მედიის ცნობით, იტალიაში უკრაინელმა ქალმა ცხრა წლის ვაჟი მოკლა

იტალიის ჩრდილოეთით, ტრიესტეს პროვინციაში, უკრაინელმა ქალმა, სავარაუდოდ, საკუთარი 9 წლის ვაჟი სამზარეულოს დანით მოკლა, – ამის შესახებ გაზეთი „კორიერე დელა სერა“ იუწყება.

გაზეთის ცნობით, პოლიცია ადგილზე ბავშვის მამამ გამოიძახა, რომელმაც ქალთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო. სახლში მისულ ოფიცრებს ბიჭი აბაზანაში ყელგამოჭრილი დახვდათ.

როგორც ცნობილია, 55 წლის დედამ თვითმკვლელობა სცადა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ის და მისი მეუღლე განქორწინების პროცესში იყვნენ და ბავშვის მეურვეობაზე დავა ჰქონდათ.

ბიჭი მამის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა დედამ, რომელსაც მისი ნახვა კვირაში ორჯერ შეეძლო, გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ბავშვზე მეურვეობა დაიბრუნა. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურმა სამსახურმა ახალი მოსმენა მომდევნო წლის თებერვალში დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები