ოჰაიოში ქალმა არასწორ ღილაკს დააჭირა და 50 ათასი დოლარი მოიგო
ოჰაიოში მცხოვრებმა ქალმა ლატარიის ბილეთების გაყიდვის აპარატზე არასწორ ღილაკს დააჭირა და 50 000 დოლარი მოიგო.
„მინსტერის მცხოვრებმა, სახელად ნენსიმ, ოჰაიოს ლატარიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისი იღბალი მაშინ დაიწყო, როდესაც თვითმომსახურების აპარატის გამოყენებისას შემთხვევით არასწორ ღილაკს დააჭირა <…> და საბოლოოდ მიიღო Cash Explosion-ის ბილეთი, რომლის ყიდვასაც არ აპირებდა“, – წერს უცხოური მედია.
ქალმა ლატარიის პირველ რაუნდში 7 500 დოლარი მოიგო, ხოლო „მეორე შანსის“ ფულად გამოწვევაში, მან 50 000 დოლარი მიიღო.
როგორც გამარჯვებულმა განაცხადა, ის და მისი მეუღლე მოგებულ თანხას საცხოვრებელი სახლის გაფართოებისთვის გამოიყენებენ.