პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ აამოქმედეს

პორტუგალიის მთავრობამ, ქვეყანაში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ გამოაცხადა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ენრიკე ბაროსმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები თანმიმდევრულია და ამჟამინდელი რეალობის წინაშე არის მნიშვნელოვანი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში 30 სექტემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

ახალი შეზღუდვებით იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა.

რესტორნებში, კაფეებსა და საკონდიტროებში, რომლებიც სკოლებთან 300 მეტრის სიახლოვეს მდებარეობენ ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 კაცის ჯდომაა დასაშვები. ასევე მსგავსი შეზღუდვა იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების ობიექტებშიც.

მაღაზიები დილის 10:00-დან საღამოს მხოლოდ 20:00 საათამდე იმუშავებენ.

პანდემიის დაწყებიდან პორტუგალიაში კორონავირუსის 64 596 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 1 871 პირი ემსხვერპლა, 44 185 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები