გია ჟორჟოლიანი – “სხვა საქართველო არსებობს“

14 სექტემბერს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიისა და სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

,,ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენდებდით დემოკრატიას და მივიღეთ პოპულიზმი, მივისწრაფვოდით კეთილდღეობისკენ და მივიღეთ ველური კაპიტალიზმი, გვინდოდა დამოუკიდებლობა და მივიღეთ ნეოკოლონიალიზმი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, ვინ წაგვიყვანს ძველი გზით მომავლისკენ, არამედ – შევცვალოთ ეს გზა!“, – მიმართა მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა.

,,სოციალ-დემოკრატებმა“ 2020 წლის არჩევნებზე უარი თქვეს მაჟორიტარების წარდგენაზე და მოუწოდეს ამომრჩეველს, მხარი დაეჭირათ ნებისმიერი კანდიდატისთვის, გარდა – ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი განაყოფებისა.
,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ საპროგრამო პრიორიტეტები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხებია. პარტიის ლიდერმა, მარინა მუსხელიშილმა განაცხადა: ,,მსოფლიო პანდემიამ დაგვანახა ქართული ეკონომიკის სუსტი მხარეები, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო გააღარიბა, ეკონომიკა კი ლამის ჩამოშლის პირას მიიყვანა. ჩვენი მიზანია ცხოვრების დონის სწრაფი გაუმჯობესება, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება შრომისა და სასაქონლო ბაზარზე, რისი მიღწევაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავების გზით როგორც საწარმო, აგრეთვე – აგრარული სფეროსთვის. სოფლისა და სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა დაფუძნდეს სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორობის პრინციპებზე“.

,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პარტიული სიის პირველ ოცეულში მოხვდნენ იურისტები და ეკონომისტები, აკადემიური პერსონალი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მასწავლებლები და ვეტერანები, დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები