ბექა ფერაძე: ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ ღონისძიება
“ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსია შეგხვდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით სოციალური ღონისძიებების გამართვას ცდილობენ.
„ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი და სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსია შეგხვდა ამ პროცესში, რომელზეც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ქორწილი არაა ამოსავალი წერტილი, თვისობრივად ვაფასებთ იმიტომ, რომ სოციალურ ღონისძიებებს მომეტებული რისკი ახასიათებს“, – აღნიშნა ფერაძემ.