აშშ-ში ხანძარს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, ტყის მასივებზე გავრცელებულ ხანძარს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, შესაძლებელია, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან არიან დაკარგულებიც.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დამწვარია ათასობით საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია 29 ათასამდე მეხანძრე. ორეგონის გუბერნატორის განცხადებით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლმა 4 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი გადაწვა. ევაკუირებულია 40 000-მდე ადამიანი.
ორშაბათს კალიფორნიაში ჩასვლას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს.