Gorbi: არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% „ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას

ორგანიზაცია Gorbi-ს წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას თუკი არჩევანი შემდეგ პარტიებს შორის უნდა გაგეკეთებინათ?” გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება” – 56.3%

„ნაციონალური მოძრაობა” – 11.9%

„პატრიოტთა ალიანსი” – 7.1%

„ევროპული საქართველო” – 4.8%

„სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.5%

„ლეიბორისტული პარტია” 3.3%

„ლელო” – 2.9%

„გირჩი” – 2.7%

„დემოკრატიული პარტია” – 1,7%

„სხვა პარტიები” – 1,3%

„ყველას გადავხაზავ” – 4,5%

გამოკითხვა აგვისტოში, ალოკაციის პრინციპით ჩატარდა. გამოკითხვა ოთხ ენაზე – ქართულზე, რუსულზე, აზერბაიჯანულსა და სომხურზე მიმდინარეობდა. კვლევის სხვა დეტალებზე ავტორებმა „იმედის კვირაში” ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები