მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 11-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 11-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 831 პაციენტი მკურნალობს.

“152 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. აქედან 90 არის აჭარა, 15 ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 “ენგურჰესის” შემთხვევებია, 17 დაავადებულთან კონტაქტებია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 11-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 6 ადამიანი. არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 831 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმეა.

ჩვენს ცენტრში 28 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, ერთი კრიტიკულად მძიმეა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები