ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ  განვითარებას უზრუნველყოფს

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობსმმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები დღეს სოფელ ოდიშშიჩხოუშსა და ქალაქში ბორჯომის ქუჩაზე გამართა.

,,დღეს სოფელ ოდიშსა და ჩხოუშში მოსახლეობას შევხვდითღია და უშუალო საუბარი გვქონდაადგილობრივები სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრნენსოფელში გარე განათების და შიდა გზების პრობლემებიაადგილობრივ მთავრობას ამ მიმართულებებით კონკრეტული გეგმები აქვსწლის ბოლომდე ზუგდიდის არცერთი სოფელი არ იქნება ცენტრთან დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზის გარეშერის შემდეგაც მეტი რესურსის მიმართვა შეგვეძლება შიდა გზებზეც” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ირაკლი ჩიქოვანი ქალაქშიეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულშიბორჯომის ქუჩაზეადგილობრივებს შეხვდა.

,,ზუგდიდში ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდასამუშაოების ნაწილი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს ტემპი არ შენელდებაამ ქუჩაზე წყლისწყალარინებისსაგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების სამუშაოები განვახორციელეთარსებული ტემპიცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაზუგდიდის სწრაფ  განვითარებას უზრუნველყოფს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა” – განაცხადა ბორჯომის ქუჩაზე გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს  საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელიაქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები