რუსეთი, ჩინეთი და ბელორუსი სამხედრო სწავლება “კავკასია 2020”-ს გამართავენ
რუსეთის სამხრეთით 21-26 სექტემბერს სამხედრო სწავლება “კავკასია2020” ჩატარდება, რომელშიც, ჩინელ და რუს სამხედროებთან ერთად, მანევრებში ჩართული იქნებიან სომეხი, ბელორუსი, ირანელი, მიანმარელი, პაკისტანელი და სხვა ქვეყნების სამხედრომოსამსახურეები.
ინფორმაციას ჩინეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
სწავლებაში ჩართული იქნება მსუბუქი შეიარაღება, ის ფოკუსირებული იქნება თავდაცვითი ტაქტიკის გამომუშავებაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო სწავლებას რუსეთ-ჩინეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.