ცნობილი გახდა, როდის შეხვდება ლუკაშენკო პუტინს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში 14 სექტემბერს ჩავა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ლუკაშენკო მოსკოვში პუტინს შეხვდება.

“დიახ, ვიზიტი ორშაბათს, 14 სექტემბერს შედგება. სამუშაო ვიზიტია. ის ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს”, – თქვა პესკოვმა.

ლუკაშენკო მოსკოვში ვიზიტს იმ საპროტესტო აქციების ფონზე განახორციელებს, რომელიც 9 აგვისტოს დაიწყო.

აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის შედეგად ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და პრეზიდენტის სავარძელი შეინარჩუნა.

აქციებს დარბევა, დაპატიმრებები და მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები