არჩილ თალაკვაძე: “ქართულ ოცნებას” საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს

“არაერთი შედეგი ამბობს უკვე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისზე მეტი რესურსიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს და დარწმუნებულები ვართ, მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობა. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი კვლევის არაერთი შედეგი ამბობს უკვე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისზე მეტი რესურსიც, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კოალიციაზე, კოალიციის შექმნაზე ნამდვილად არ ვაგებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას. საარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივიდეთ ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან განვამტკიცოთ ნდობა და ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა. დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანზეა დამოკიდებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები