გერმანიაში ღორის ჭირის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ღორის აფრიკული ჭირის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ჟურნალისტებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იულია კლეკნერმა განუცხადა, დაავადება ბრანდებურგთან ახლოს სოფელში გამოვლინდა და ის ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

აგვისტოს დასაწყისში ღორის აფრიკული ჭირის აფეთქება დაფიქსირდა ბულგარეთში, ამის შემდეგ  – რუმინეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში.

ბულგარეთმა დაავადებასთან ბრძოლისთვის ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით 2,9 მლნ ევრო მიიღო.

დაავადება, რომელიც აფრიკიდან მოდის, აზიისა და ევროპის ქვეყნებშიც ვრცელდება, თითქმის ყველა შემთხვევაში ღორების დახოცვით მთავრდება, რადგან მის წინააღმდეგ მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები