სომხეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 45 326 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 906 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, დაავადების დამარცხება შეძლო 41 233-მა პირმა, სტაციონარში 2 908 ადამიანი  მკურნალობს.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, უკანასკნელი 20 დღეა, დღიური მაჩვენებელი სტაბილურად 200-ზე ნაკლებ ინფიცირებულს ითვლის, ასევე, შემცირებულია მძიმე და საშუალო ავადმყოფების რიცხვი.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში 14-15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები