Der Spiegel: ნავალნის უკვე საუბარი შეუძლია და მას ყველაფერი ახსოვს, რაც თვითმფრინავში ხდებოდა

ბერლინის პოლიციამ Charite-ს კლინიკის დაცვა გააძლიერა, რადგან იქ მყოფ რუს ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის უკვე საუბარი შეუძლია, ასევე, მას ახსოვს ყველაფერი ის, რაც თვითმფრინავში ხდებოდა, სანამ მან გონება საპირპარეშოში დაკარგა.

ამის შესახებ Der Spiegel-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

The Insider აღნიშნავს, რომ ნავალნისთან მნახველების შეშვება დაიწყო, მანამდე მხოლოდ ექიმებსა და მეუღლეს უშვებდნენ.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ექიმების აზრით, პოლიტიკოსი ფიზიკური ძალების აღდგენას 90%-ით შეძლებს, ხოლო ფსიქიკურად ის გონს უკვე მოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები