რატომ გამოჩნდა, ავტომატით ხელში, ლუკაშენკო მინსკის აქციების დროს – ბელორუსის პრეზიდენტის განმარტება

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ ადმინისტრაციასთან აქციების დროს ავტომატით ხელში გამოჩენის მიზეზი განმარტა.

როგორც მან რუსეთის ტელეარხების ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას უნდოდა, ეჩვენებინა, რომ მშიშარა არ არის და “ადგილზეა”.

მისივე განმარტებით, მანამდე ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა დატოვა, მომიტინგეებმა კი მსვლელობა დამოუკიდებლობის სასახლისკენ დაიწყეს.

“ვფიქრობ: “უნდა ვნახო, რა ხდება იქ”. ვჯდები თვითმფრინავში, მაგრამ ისინი, ძაღლისშვილები, ამერიკელები ყველაფერს ხომ კოსმოსიდან აკვირდებიან. და როგორც კი პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრინდა – მომიტინგეებმა სირბილი დაიწყეს, დაშლა დაიწყეს”, – გაიხსენა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ამ დღეს მას დაცვის წევრები ახლდნენ, ასევე, “ანტიტერორისტული ჯგუფიც აგვეკიდა”.

​”იმის დემონსტრირება მოვახდინე, რომ ჩემი შვილები აქ არიან, აქ ჩემი ქვეყანაა. და რომ მე დავიცავ თავს, რადაც უნდა დამიჯდეს”, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები