ლუკაშენკო აღიარებს, რომ პრეზიდენტად ყოფნა გაუგრძელდა
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, შესაძლოა, მას პრეზიდენტად ყოფნა გაუგრძელდა.
ამის შესახებ მან რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
“დიახ, შესაძლოა, სავარძელში ჯდომა გამიგრძელდა. შესაძლოა, ჩემი ტრანსილირება არა მარტო ტელევიზორით, არამედ უთოდან ან ჩაიდანიდან ხდება. დიახ. მაგრამ, ბელორუსების ნამდვილი დაცვა ახლა მხოლოდ მე შემიძლია”, – თქვა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ასე, მარტივად წასვლას არ აპირებს.
“ასე უბრალოდ არ წავალ. საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ვცდილობ, ბელორუსი ფეხზე დავაყენო. ყველაფერს ასე მარტივად არ მივატოვებ. თანაც, თუ წავალ, ჩემს მომხრეებს გაჟღლიტავენ!”, – თქვა ბელორუსის პირველმა პირმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ გვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.
“მზად ვართ, საკონსტიტუციო რეფორმა გავატაროთ, ამის შემდეგ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის პირველი პირის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.