რუსი დეპუტატები მზად არიან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდნენ

რუსი დეპუტატები, ეუთო-ს ხაზით, მზად არიან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდნენ, თუ ორგანიზაცია ამერიკული მხარისგან შეთავაზებას მიიღებს.

ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა.

“გამიკვირდება, თუ დაგვიძახებენ, მაგრამ თუ მიგვიწვევენ, აუცილებლად გავაგზავნით დამკვირვებლებს, როგორც ეუთო-ს თანასწორუფლებიანი და დაინტერესებული მონაწილე”, – განაცხადა კოსაჩოვმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. აშშ-ის პირველი პირის სავარძლისთვის იბრძოლებენ მოქმედი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი – ჯო ბაიდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები