ევროკავშირის ქვეყნებს შორის, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთი ლიდერობს

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 525 549-ს მიაღწია.

ამრიგად, ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გახდა ლიდერი, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა, რომ იგეგმება სამი მილიონი ვაქცინის შეძენა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მზადდება.

გასულ კვირას ესპანეთში დღიურად 3-4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც 18-28 აგვისტოს მონაცემთან შედარებით ნაკლებია.

გარდა ამისა, ქვეყანაში 29 516 გარდაცვლილია და 150 376 – გამოჯანმრთელებული.

ევროპაში ინფიცირების მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს. ქვეყანაში 367 174 დადასტურებული და 30 732 გარდაცვლილია; შემდეგ მოდის ბრიტანეთი – 352 451 და იტალია – 278 784.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები