როგორ და რა გზით ამარაგებს რუსეთი სომხეთს იარაღით

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის სამხედრო დაპირისპირების დასრულებიდან მალევე რუსეთმა ერევანს 400 ტონა, სამხედრო დანიშნულების ტვირთი მიაწოდა. Baku Network -ის ექსპერტთა საბჭოს დირექტორის, ელხან ალესკეროვის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა შეძლო და მოიპოვა რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენის მარშრუტი, რომლითაც მათ სომხეთში სამხედრო ტვირთები ჩააქვთ. როგორც ირკვევა, რუსული Ил-76 ВКС ტიპის თვითმფრინავები სამხედრო დანიშნულების ტვირთს სომხეთში ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის გავლით ეზიდებიან. ალესკეროვის განცხადებით, ამ ფაქტის გამომჟღავნებიდან მალევე აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალესკეროვის ინფორმაციით, ილხამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს განუმარტა, რომ იარაღით სომხეთის მომარაგება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს და მის შეშფოთებას იწვევს.
ალესკეროვის შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში, გარკვეულწილად, კრილოვის გედის, კიბოსა და შუკის ცნობილ იგავთან ასოცირდება. ასკეროვის მოსაზრებით, თუ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში არაფერი შეიცვალა, აზერბაიჯანი იძულებული იქნება, უსაფრთხოების ალტერნატიული სისტემები მოიძიოს, სადაც რუსეთის ადგილი აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები