თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა
თურქეთში ბოლო ერთ დღეში ,,კოვიდ 19,,-ის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 15 მაისის შემდეგ რესპუბლიკისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყანაში, ჯამურად, 281 509 დადასტურებული შემთხვევაა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ასევე, 24 საათში ვირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 6 730 ლეტალური შემთხვევაა.
განახლებული სტატისტიკით, კლინიკებიდან 252 152 პირია გაწერილია.
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 მარტს გამოვლინდა, ვირუსი ევროპიდან დაბრუნებულ ადგილობრივს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,კოვიდ 19,, პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.