აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 31 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 6 277 947 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსს ბოლო 24 საათში 403 პაციენტი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 188 942 -ს მიაღწია.

გუშინ ინფიცირების 44,4 და გარდაცვალების 783 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება სულ 2 315 995-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები