რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის საუბარზე რეაგირებს.
ამის შესახებ ბერლინის კლინიკაში “შარიტე” განაცხადეს.
მედიის ინფორმაციით, ექიმებმა პოლიტიკოსი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. მისი დიაგნოზი მოწამვლა იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ ის ბერლინში, “შარიტეს” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ბუნდესტაგის ლაბორატორიას გადაეცა. ლაბორატორიის დასკვნით, ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.