მინსკის ცენტრიდან ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს.

TUT.BY თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოლესნიკოვა დღეს, დილით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მარია კოლესნიკოვა ამჟამად ტელეფონს არ პასუხობს.

ამის პარალელურად, ბელარუსის ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, რომ, კოლესნიკოვას გარდა, სატელეფონო კავშირზე საბჭოს კიდევ ორი წევრი – ივან კრავცოვი და ანტონ როდნენკოვი არ გამოდის, ადვოკატები კი ამჟამად მათ ეძებენ.

მარია კოლესნიკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ის აქტიურად მონაწილეობდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში, რომელთა მონაწილეებიც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართავს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები