ამარაგებს თუ არა რუსეთი სომხეთს იარაღით ირანის გავლით – აზერბაიჯანში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანში ირანის საელჩო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი სომხეთს იარაღსა და სამხედრო ტექნიკას ირანის ტერიტორიის გავლით ამარაგებს.
“რიგ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პუნქტ “ნორდუზის” გავლით რუსეთი სომხეთს იარაღითა და მძიმე ტექნიკით ამარაგებს. ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია და უსაფუძვლო. ამგვარი ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული”, – აღნიშნავენ საელჩოში.
შესაბამისი ინფორმაცია პირველად სომხეთ-აზერბაიჯანის 12 ივლისის სამხედრო დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.