სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45 ათასს უახლოვდება

სომხეთში “კოვიდ19-ის” 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში უკვე 44 783 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ სამი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 900 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 40 121 პირი განიკურნა, მკურნალობას 3 549 პაციენტი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები