ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

ირანში, გოლესთანის პროვინციაში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები 9 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.

აღინიშნება, რომ 34 ადამიანი დაშავდა, მათგან 17 საავადმყოფოში იმყოფება.

პროვინციის ორ სოფელში, სადაც ნგრევა მოხდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები