ბელორუსში ლუკაშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანეს

ჰაკერებმა ბელორუსის შსს-ს ვებგვერდი გატეხეს და პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, სიაში მინისტრი, იური კარაევიც აღმოჩნდა.

შესაბამისი სქრინები გამოცემა “ბელსატმა” და “ნაშა ნივამ” გაავრცელეს.

ამჟამად, ბელორუსის შსს-ს ვებგვერდზე წვდომა შეზღუდულია.

შსს-ს ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაშენკო იძებნება ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებებისთვის, ასევე, ხელისუფლების უზურპაციისთვის, კარაევიც ასევე ბრალდებულია ხალხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, მის ფოტოზე დამატებული აღწერილობა – “შეიარაღებული და ძალიან საშიშია”.

გუშინ ჰაკერებმა ბელორუსის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს საიტი გატეხეს, სადაც თეთრ-წითელ-თეთრი დროშა განათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები