ჯანმო: 2021 წლის ზაფხულამდე მასობრივ ვაქცინაციას არ უნდა ველოდოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ ელოდებიან, რომ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასშტაბური ვაქცინაცია 2021 წლის ზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ხარისმა განაცხადა.

“თუ რეალისტურ ვადებზე ვისაუბრებთ, არ ველოდებით მასშტაბურ ვაქცინაციას მომდევნო წლის ზაფხულამდე”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამჟამად ცდების მესამე სტადიაზე, სულ მცირე, ექვსიდან ცხრამდე ვაქცინაა, რომელმაც გრძელი გზა გამოიარა.

კითხვაზე  – როგორი იქნება მსოფლიოში ვაქცინის გამოყენების პერსპექტივა, ექსპერტი ამბობს – “ჯანმო-ს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ერთობლივად, სოლიდარულად ვმუშაობთ. ინფორმაციას ვცვლით, ვადარებთ, რომ მსოფლიომ ისეთი ვაქცინა მიიღოს, რომელიც ყველას დაიცავს. სანამ ყველა არ იქნება დაცული, არვინ არის დაცული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები