ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს არ დაუწესებს – გერმანია, საფრანგეთი და იტალია წინააღმდეგია

ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს არ დაუწესებს. გერმანია, საფრანგეთი და იტალია ბელორუსის პრეზიდენტის ამ ფორმით დასჯას ეწინააღმდეგება.

როგორც Die Welt-ი წერს, სანქციების მოწინააღმდეგენი თავიანთ პოზიციას „დიალოგისათვის სივრცის“ დატოვების აუცილებლობით ხსნიან. ლუკაშენკოს დასჯას პოლონეთი, ლიეტუვა,ლატვია და ესტონეთი ითხოვს. ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკოს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა უკვე აუკრძალეს.

როგორც ცნობილია, ბელორუსების დიდი ნაწილი და დასავლეთი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რომელშიც ლუკაშენკომ, ოფიციალური მონაცემემით, ხმების 80, ნ% აიღო. საპროტესტო აციების დროს ბელორუსში 7 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 800-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები