სომხეთში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში “კოვიდ19”-ის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 44 461 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 891 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, დაავადება 39 257-მა  პირმა დაამარცხა, მკურნალობას 4 041 პირი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები