რუსეთის პრემიერმინისტრი ბელორუსში ლუკაშენკოსთან შეხვედრას მართავს

რუსეთის მთავრობის მეთაური, მიხეილ მიშუსტინი ვიზიტით ბელორუსში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება.

მიშუსტინს ახლავს მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, ვიცეპრემიერები, ენერგეტიკის მინისტრი, სამრეწველო-სავაჭრო სამინისტროს ხელმძღვანელი, კულტურის, ჯანდაცვისა და სპორტის მინისტრები.

შეხვედრის დაწყებამდე, ლუკაშენკომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისა განაცხადა, რომ რესპუბლიკა გარე აგრესიასთან პირისპირ დარჩა და რუსეთის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ეს დახმარება რომ არა, მინსკს ძალიან “გაუჭირდებოდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები