მსოფლიოში “კოვიდ19” უკვე 26 036 255 პირს აქვს დადასტურებული.
ჯონს ჰიპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ვირუსს 863 119 პირი ემსხვერპლა, 17 294 713 პაციენტი კი განიკურნა.
პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, სადაც 6 114 406 დადასტურებული შემთხვევაა, 185 744 ადამიანი დაიღუპა; ბრაზილიაში 3 997 865 ინფიცირებულია და 123 780 გარდაცვლილი; ინდოეთში 3 853 456 ინფიცირებული და 67 376 ლეტალური შემთხვევაა.
რუსეთი მსოფლიო სტატისტიკაში მეოთხე ადგილს იკავებს, სადაც 1 001 965 დადასტურებული შემთხვევა და 17 365 გარდაცვლილია.