დედამიწას გიზის პირამიდაზე დიდი ასტეროიდი უახლოვდება
The daily star -ის ინფორმაციით, ექვს სექტემბერს დედამიწის ორბიტას გიზის პირამიდაზე დიდი ასტეროიდი გადაკვეთს. NASA-ს ცნობით, კოსმოსური ობიექტის მაქსიმალური სიგანე 270, ხოლო მინიმალური 120 მეტრია.
როგორც NASA-ს სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაშია გაწერილი, 1 კმ დიამეტრის მქომე ციურ სხეულებს შეჯახების შემთხვევაში დედამიწაზე სერიოზული კატაკლიზმების გამოწვევა შეუძლიათ.
NASA-ს ცნობით, ამ მომენტისათვის, 2000 სხვადასხვა სიდიდისა და ზომის ციურ სხეულებს აკვირდებიან, რომლებიც დედამიწისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.