გერმანელი სპეციალისტები: ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამია აღმოჩენილი

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამის კვალია ნაპოვნი.

“შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის დავალებით, ბუნდესვერის ლაბორატორიამ ალექსეი ნავალნის ანალიზების ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაატარა. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიტიკური საბრძოლო ნივთიერება “ნოვიჩოკის” ჯგუფიდან”, –  ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ახალ გარემოებასთან დაკავშიორებით გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩს დაიბარებენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ადგილი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას. თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის – „ნოვიჩოკის“ გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები