დიდია თუ არა ავტობუსში კორონავირუსით დაინფიცირების რისკი – ჯორჯიის უნივერსიტეტის დასვნა
ჩინეთში ავტობუსით მგზავრობისას 24 ადამიანი დაინფიცირდა. ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ვირუსი არა მხოლოდ ახლო კონტაქტით, არამედ ჰაერითაც ვრცელდება.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარში, მკაცრი საკარანტინე ზომების ამოქმედებამდე 128 ბუდისტი ბერიდან 24 ჩინეთის ერთერთ ქალაქში ავტობუსით მგზავრობისას კორონავირუსით დაინფიცირდა.
გაირკვა, რომ ავტობუსში, რომლითაც ბერების ნაწილი გადაადგილდებოდა, ვირუსით ინფიცირებული ასიმპტომური ქალბატონი მგზავრობდა. მგზავრობიდან მალევე, ბერებს კორონავირუსი დაუდგინდათ. სპეციალისტები ამ ფაქტს იმ გარემოებით ხსნიან, რომ მგზავრებს დამცავი პირბადეები არ ეკეთათ. როგორც JAMA Interna წერს, გაირკვა ისიც, რომ ვირუსით ინფიცირებული ქალბატონიდან შვიდი რიგით მოშორებული მგზავრებიც დაავადდნენ.