ლავროვი: ბელორუსში უკრაინაში მომზადებული 200 ექსტრემისტი მუშაობს

“მოსკოვს დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ ბელორუსში დესტაბილიზაცია უკრაინის ტერიტორიიდან იმართება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში განაცხადა, სადაც ბელორუს კოლეგა ვლადიმირ მაკეის ხვდება.

“ამგვარი საქმიანობა უკრაინის ტერიტორიიდან იმართება. იქ არის “სტეპან ბანდერას”წევრები, “ს14″, ეროვნული კორპუსი, მემარჯვენე სექტორი. ყველა ეს სტრუქტურა დაკავებულია მინსკსა და სხვა ქალაქებში რადიკალური ქმედებების პროვოცირებით”, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში არსებობს ბანაკები “რომლებიც ასეთ ექსტრემისტებს ამზადებენ”. ბელორუსში, ჯამურად, ამჟამად მსგავსი დაჯგუფებების 200 წევრი იმყოფება.

გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ​ მოსკოვი აპირებს, ღირსეულად და მტკიცედ უპასუხოს ყველა მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება ბელორუსის რუსეთისგან მოწყვეტას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები