იულია ტიმოშენკო: კორონავირუსული კრიზისის გადალახვა მოვახერხე
უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, საპარლამენტო ფრაქცია “ბატკივშჩინას” ლიდერი, იულია ტიმოშენკო, რომელიც კორონავირუსული ინფექციით არის ჰისპიტალიზილებული, თავს შედარებით უკეთ გრძნობს, თუმცა გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორს არის.
ამის შესახებ თავად პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მძიმე დაავადებასთან თითქმის ორკვირიანი ბრძოლა რეალობის აღქმას ცვლის. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. დღეს, როგორც იქნა, კრიზისის გადალახვა მოხერხდა და, მიუხედავად იმისა, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია, ახლა უკვე არსებობს შესაძლებლობა, ნაბიჯნაბიჯ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას”, – დაწერა ტიმოშენკომ.
მან ექიმებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა საჭირო დახმარება მიიღო დროულად, რამაც “კატასტროფასთან ბრძოლას შეუწყო ხელი”.