ლავროვმა ბელორუსში ვითარების დარეგულირების გამოსავალზე ისაუბრა
ბელორუსში საკონსტიტუციო რეფორმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების დიალოგის ორგანიზებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ბელორუსის პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. ჩვენი შეფასებით, ეს არის სწორედ ის რეფორმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ორგანიზებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შეუერთდნენ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, გადახედოს საკონსტიტუციო რეფორმასა და ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ლავროვმა ბელორუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლელი ლიდერების განცხადებები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი “არაეთიკურია”.