ლუკაშენკო: რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, შექმნილი ვითარებიდან დასკვნები გამოვიტანეთ

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შექმნილი ვითარება მისთვის გაკვეთილია და მან გამოიტანა დასკვნები, თუ ვინ არის ქვეყნის უახლოესი მოკავშირე.

ამის შესახებ ლუკაშენკომ სახელმწიფო პროფესიულ-ტექნოლოგიურ კოლეჯში სტუმრობის დროს განაცხადა.

“არჩევნებამდე გაკეთებულ მიმართვაში ვთქვი: თქვენ დღეს პარტნიორებს გვიწოდებთ. არა ძმები, არამედ პარტნიორები. სულ ტყუილად! ეს კრემლში გაიგონეს და ყველგან. ეს გაკვეთილია. შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, გამოვიტანეთ დასკვნები და რასაც  უნდა საუბრობდნენ თქვენთან, რასაც  უნდა გაჰყვიროდნენ ჩვენთან მოედნებზე, ჩვენს საერთო სამშობლოს შევინარჩუნებთ. ჩვენი საერთო სამშობლოა ის, სადაც ცხოვრობს ორი ხალხი. ეს სამშობლოა ბრესტიდან დაწყებული და ვლადივოსტოკით დამთავრებული”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

31 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ უახლოეს ორ კვირაში ლუკაშენკო მოსკოვში ვიზიტს განახორციელებს, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები