ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 254-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

31 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 254 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა – ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, კარანტინიდან 8, თვითიზოლაციდან 5 პირი, სამედიცინო სფეროს 59 წარმომადგენელი, შსს-ს 138 თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 4 პირი. დადასტურებული შემთხვევის 15 კონტაქტი და ოთხი მძღოლი.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს – ამჟამად, კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, ხოლო 4 ცხელების სიმპტომებითაა მოთავსებული კლინიკის ცხელების ცენტრში.

კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პაციენტმა გუშინ დატოვა.

რაც შეეხება ბოლო დადასტურებულ შემთხვევას – ინფიცირებული ქალს, რომელმაც თბილისი-ზუგდიდის მატარებელით იმგზავრა. ამ დრომდე მატარებლის 9 მგზავრია იდენტიფიცირებული, 4 მათგანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 5 თვითიზოლაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები