აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეკალმახე ფერმერებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე მეკალმახე ფერმერებს შეხვდა.
უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
“შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აკვაკულტურის სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვა, მეკალმახე ფერმერების საჭიროებებისა და დარგის პოტენციალის განსაზღვრა, ასევე სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული დეპარტამენტის თანამშრომლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.