ქობულეთში, უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა

ქობულეთში, უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. 30-ზე მეტი უნებართვოდ განთავსებულ სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტების მფლობელებს მიეცათ გაფრთხილება, გონივრულ ვადაში გაათავისუფლონ დაკავებული ტერიტორიები. ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა გაფრთხილების საფუძველზე თავად მოახდინეს და გაათავისუფლეს დაკავებული ტერიტორია.

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი პროცედურების დაცვით უკვე აღკვეთა გარე ვაჭრობის ფაქტები ბაზრისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

პრევენციის მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მონიტორინგი აღნიშნული მიმართულებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები