სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ – ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ისტორიული ავტოკეფალიის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ შეასრულა.

,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ – ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

წელს ეს დღე განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული – ჩვენ გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

1917 წლის 25 მარტს ქართველმა ერმა დაიბრუნა ისტორიული ავტოკეფალია, ხოლო მისი განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ.

ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ის ერთობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები