გიუმრის რუსულ ბაზასთან დაკავშირებით ერევანში განცხადება გააკეთეს

გიუმრიში მდებარე, რუსული, 102-ე სამხედრო ბაზა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს, ერევანი კი მისი შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოგრაბ მნაცაკიანმა “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, სომხეთი არცერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“რუსეთსა და სომხეთს უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ინტერესები აქვთ და სწორედ ამ ურთიერთინტერესიდან გამომდინარე გვაქვს საერთო მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სამხედრო ბაზა ასეთი მიზნის უზრუნველყოფას უწყობს ხელს”, – განმარტა მნაცაკიანმა.

სომხეთმა და რუსეთმა 2010 წლის 20 აგვისტოს გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზის განთავსების ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები