იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსითაა დაავადებული. იულია ტიმოშენკოს ტემპერატურა 39 გრადუსის ქვემოთ არ ჩამოდის.

„ბატკივშინას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს მისი პრეს-მდივანი მარინა სოროკა:

„ამ მომენტში კარგი ახალი ამბები არაა. იულია ვოლოდომიროვნას მდგომარეობა მძიმე რჩება… გასული ღამიდან ის კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის მიხედვით გადის ინტენსიური თერაპიის კურსს“, –აცხადებს სოროკა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები