კალიფორნიის შტატში ტყეში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატში ტყის მასშტაბური ხანძრებია. შტატი დახმარებას ითხოვს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, შტატის გუბერნატორმა, გეივინა ნიუსომმა დახმარებისთვის კანადას, ავსტრალიასა და ამერიკის შტატებს მიმართა.
ამ დროისთვის ხანძრის 560-ზე მეტმა კერამ 3000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი მოიცვა. სტიქიასთან საბრძოლველად 12 000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. გარდაიცვალა 6 ადამიანი, 120 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
არსებული ინფორმაციით, კალიფორნიაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.