ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ძმის გარდაცვალება მიუსამძიმრა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა თავის კონკურენტს, ქვეყნის მოქმედ მმართველ დონალდ ტრამპს ძმის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ბატონო პრეზიდენტო, მე და ჯილი (ჯო ბაიდენის მეუღლე) ვწუხვართ თქვენი უმცროსი ძმის, რობერტის გარდაცვალების გამო. ვიცი, რა არის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული წარმოუდგენელი ტკივილი და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ მომენტებში ოჯახი. იმედია, იცით, რომ ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობთ“, – დაწერა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები