კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ახალი პრემიერი დანიშნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად კიმ დოკ ხუნი დანიშნა.

ინფორმაციას კორეის ცენტრალური სააგენტო ავრცელებს.

აქამდე დოკ ხუნი შრომითი პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Hindustan Times-ი აღნიშნავს, რომ მთავრობაში გადაადგილება ეკონომიკური კრიზისი ფონზე მიმდინარეობს, რომელიც წყალდიდობით არის გამოწვეული.

აღინიშნება, რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად ქვეყანაში 39 ჰექტარი მიწაა დატბორილი, სულ მცირე, 16 ათასი საცხოვრებელის სახლი კი – დანგრეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები