“მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არსად წავსულვარ” – ლუკაშენკო ქვეყნის დატოვებაზე

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, მან აქციების ფონზე ქვეყანა დატოვა.

“თავდაპირველად ვიტყვი, რომ, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ და არ ვარ საზღვარგარეთ, როგორც აქ ზოგიერთი პატივცემული ამბობს, პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვაო და საზღვარგარეთ იმყოფებაო. დღეს 14 რიცხვია და გხვდებით იმისთვის, რომ სამშენებლო დარგში მშენებლობის საკითხები განვიხილოთ”, – უთხრა ლუკაშენკომ მთავრობს წევრებს შეხვედრაზე.

გარდა ამისა, მან ქვეყნის საწარმოების უმრავლესობაში გაფიცვის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მუშაობის შეჩერება ბაზრების დაკარგვას გამოიწვევს.

“თუ ისინი ორი დღით გაიფიცებიან, კონკურენტები – რუსები და კანადელები პირჯვარს გადაიწერენ და ბაზარზე მალევე გაიტანენ იმას, რისი რეალიზებაც უნდათ. თუ გავჩერდებით, ჩვენი წარმოების გაფართოებას ვერ შევძლებთ. არასდროს! ამ ჭაობში გვიბიძგებენ მერე კიდევაც. ხალხს ეს უნდა განემარტოს: გინდათ – გაიფიცეთ, გინდათ მუშაობა – იმუშავეთ”, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები